
შვილის სამიზნე სიმაღლის დასადგენად ექიმები ასეთ ფორმულას გვთავაზობენ.
1. პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ საბაზო სიმაღლე
საბაზისო სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) : 2
2. ამის შემდეგ ორი შემთხვევაა:
შვილი თუ გოგოა: საბაზო სიმაღლეს აკლდება 5 სანტიმეტრი. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა
შვილი თუ ბიჭია: საბაზო სიმაღლეს ემატება 5 სანტიმეტრი ემატება. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა
მაგალითი: დედა არის 165 სმ, ხოლო მამა - 175 სმ. ასე უნდა გამოთვალოთ შვილის სიმაღლე:
(165+175):2=170 ეს საბაზო სიმაღლეა.
ახლა გავიგოთ, რა სიმაღლის იქნება სავარაუდოდ ასეთი სიმაღლის მშობლების ვაჟი და ქალიშვილი.
ქალიშვილი: 170-5=165 სმვაჟი: 170+5=175 სმ
Комментариев нет:
Отправить комментарий