вторник, 12 июля 2016 г.

საქართველოს 10 მოწინავე უნივერსიტეტი

წარმოგიდგენთ საქართველოს უნივერსიტეტების 2015 წლის რეიტინგის პირველ ათეულს. რეიტინგი შედგენილია აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის მიერ და ეფუძნება ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებს. რეიტინგულ სიაში რანჟირება მოხდა საბაკალავრო პროგრამებზე 2015 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების (პირველკურსელების) საკონკურსო ქულების საშუალო მაჩვენებლების მიხედვით. ამასთან რეიტინგში მოხვდა მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებშიც წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა. ათეულში სამედიცინო პროფილის 2 უნივერსიტეტი მოხვდა: მეორე ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გავიდა, ხოლო მეხუთეზე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი



1 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
2 სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
3 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
5 შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
6 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
7 კავკასიის უნივერსიტეტი
8 GIPA – “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”
9 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
10 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პირველი ათეულში შემავალ უნივერსიტეტებში 2015  წელს 10 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა

რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი.  უპირველეს ყოვლისა, სიმაღლე გენეტიკურად განისაზღვრება და დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიმაღლეს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც დაბალ მშობლებს მაღალი შვილები ჰყავთ ან/და – პირიქით. 
შვილის სამიზნე სიმაღლის დასადგენად ექიმები ასეთ ფორმულას გვთავაზობენ. 

1. პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ საბაზო სიმაღლე
საბაზისო სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) : 2  
2. ამის შემდეგ ორი შემთხვევაა:
შვილი თუ გოგოა: საბაზო სიმაღლეს აკლდება 5 სანტიმეტრი. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა

შვილი თუ ბიჭია: საბაზო სიმაღლეს ემატება 5 სანტიმეტრი ემატება. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა

კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუქტივის) ანთებაა და ისევე როგორც ნებისმიერ ანთებით დაავადებას, მწვავე და ქრონიკული ფორმები გააჩნია.

დაავადება ძალიან გავრცელებულია და წარმოადგენს თვალის პათოლოგიების 30%-ს. დაავადების განვითარება დამოკიდებულია საცხოვრებელ გეოგრაფიულ ზონასა და სეზონზე. 
  • ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით, კონიუქტივიტი შეიძლება იყოს: ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული და ვირუსულ-ბაქტერიული. 
მიზეზები

დაავადების გავრცელების გზები

კონიუქტივიტი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით - ძირითადად, თვალის, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვნათან ხელის შეხებით. დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია ზამთარი, როცა სივრცე ძირითადად დახურულია და შენობების ხშირი განიავება ვერ ხერხდება.

სიმპტომები

კონიუქტივიტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
  • თვალის ტკივილი, ქავილი, ქუთუთოების შესიება;
  • ცრემლდენა, ქუთუთოს სპაზმი ბავშვებში;
  • თვალიდან გამონადენი, თვალის სიმშრალე, ქავილი;
  • ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან;
  • რქოვანას წყლული, სისხლიანი გამონადენი თვალებიდან;
  • კონიუქტივიტის შეშუპება და სისხლჩაქცევები.

ჰიდროცეფალია

ჰიდროცეფალია - (ანუ წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.
ჰიდროცეფალიის სახეები
ლიქვორის მატება რამდენიმე მიზეზით ხდება, ამის გამო განასხვავებენ ჰიდროცეფალიის სხვადასხვა სახეს:
ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია - ლიქვორის პროდუქციის პროგრესული ზრდა.
პრეზორბციული ჰიდროცეფალია - ლიქვორის შეწოვის პროცესის დარღვევა.
ამათ გარდა განასხვავებენ ჰიდროცეფალიის ღია და დახურულ ფორმებს:
ღია (შემაერთებელი)ჰიდროცეფალია - ფართოვდება ყველა პარკუჭი, ლიქვორი იმატებს როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში.
დახურული (ოკლუზიური)ჰიდროცეფალია - ხდება ლიქვორის მდინარების მოშლა პარკუჭოვანი სისტემის შიგნით, ლიქვორული სისტემის ბლოკირება .
თავ-ზურგ-ტვინის სითხის ჭარბი რაოდენობით ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ გარეთა და შიდა ჰიდროცეფალიას :
გარეთა ჰიდროცეფალია - სითხე დაგროვილია სუბარაქნოიდულ სივრცეში.
შიდა ჰიდროცეფალია - სითხის დაგროვება ხდება პარკუჭებში.
ღია ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს როგორც გარეთა, ასევე შიდა ლოკალიზაციის. დახურული ჰიდროცეფალია კი ყოველთვის გარეთა ლოკალიზაციისაა.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ჰიდროცეფალიის შემდეგ ფორმებს:
მწვავე
ქრონიკული
კომპენსირებული - კლინიკური გამოვლინება არ ფიქსირდება,ბავშვი ნორმალურად ვითარდება.
სუბკომპენსირებული - ნაწილობრივი კომპენსაციის გამო კლინიკური ნიშნები იოლად და ზომიერადაა გამოხატული.
დეკომპენსირებული - კლინიკური ნიშნები მკვეთრადაა გამოხატული და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დამახასიათებელი ნიშნები
თანდაყოლილი ჰიდროცეფალიისათვის დამახასიათებელია:
თავის ქალის ზომის ზრდა და ფორმის შეცვლა.
მომატებული ქალასშიდა წნევა .
ნევროლოგიური სიმპტომები - სიმპტომატიკის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის გამოვლენის ხარისხზე.
დახურული(ოკლუზიური) ჰიდროცეფალიისთვის დამახასიათებელია:
შეტევითი,ძლიერი თავის ტკივილი.
პირღებინება.
ვეგეტატური მოშლილობა.
ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დასასმელად არ კმარა მხოლოდ ერთი სიმპტომი, თავის დიდ ფორმა. ხშირად თავის ზომა ოჯახისათვის დამახასიათებელი მემკვიდერეობითი ნიშანია. ამიტომ, აუცილებელია კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.
მკურნალობა და გამოვლენის სიხშირე
ჰიდროცეფალიას, განსხვავებული ხარისხისა და ფორმის გამო, მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიული წესით (შუნტირებით).
იოლი და ზომიერი ჰიდროცეფალია - მედიკამენტური მკურნალობა, ექიმის პერიოდული კონტროლი.
მძიმე ჰიდროცეფალია - ქირურგიული ოპერაცია და შუნტირება .
კომპენსირებული ჰიდროცეფალია - მკურნალობა არაა საჭირო,საკმარისია პერიოდული სამედიცინო კონტროლი.
ოპერაციული ჩარევა განსაკუთრებით წარმატებულია ჰიდროცეფალიის დახურული ფორმების დროს. ღია ფორმების მკურნალობის შემთხვევაში მიზანშეწონილია შუნტირება - ლიქვორის პროდუქციის მუდმივი გამოტანა გარეთ, სპეციალური მილის საშუალებით. ოპერაციის შემდეგ თავის ტვინს ნორმალური პირობები ექმნება განვითარებისთვის, მაგრამ აუცილებელია პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა და მეთვალყურეობა. მკურნალობის შემდეგ ხდება ან სრული განკურნება ან მდგოამრეობის სტაბილიზაცია. ყოველი 1000 ახალშობილიდან 1-4-ს აღენიშნება ჰიდროცეფალია. გოგონებსა და ბიჭებში გამოვლენის სიხშირე თანაბარია.
ლიტერატურა
თ.გაგოშიძე; ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები-"ნეკერი",თბილისი 2007
Арендт А. А., Гидроцефалия и её хирургическое лечение, М., 1948.
Кушель Ю. В., Конференция «Детская неврология и нейрохирургия»

მიტოზი

მიტოზი არის უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. მისი ხანგრძლივობა მთელი ციკლის 1/7–1/10 ნაწილს შეადგენს.
მიტოზი - ოთხი თანმიმდევრული ფაზისგან შედგება:
  • პროფაზაში ქრომოსომები სპირალურად იხვევა, მოკლდება და პროფაზის ბოლოს მათი დანახვა სინათლის მიკროსკოპში შესაძლებელია.
უჯრედის ცენტრის ორი ნაწილი ცენტრიოლები დაშორდებიან ერთმანეთს და მიემართებიან ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლუსებისაკენ; მათ შორის წარმოიქმნება ცილოვანი ძაფები; ქრომოსომებს კარგად ეტყობა გაორმაგება; ბირთვის გარსი ქრება

საავადმყოფოს საშობაო-საახალწლო დეკორაციები, რომელიც ადასტურებს ექიმების კრეატიულობას (20+ ფოტო)



ავლიპი ზურაბიშვილი. ბიოგრაფია + ვიდეო: საუკუნის პორტრეტები: ავლიპი ზურაბაშვილი

ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1902, სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 აგვისტო, 1994, თბილისი) გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი.მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო.
ბიოგრაფია

ავლიპი ზურაბაშვილი დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. 1920 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1927 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1927-1930წლებში ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტია. 1930-1938 წლებში ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკია. 1938-1950 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1946 წელსხდება საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი, არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი.
1938 წლიდან — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1938-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულდა სხვა ენებზე.