вторник, 12 июля 2016 г.

კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუქტივის) ანთებაა და ისევე როგორც ნებისმიერ ანთებით დაავადებას, მწვავე და ქრონიკული ფორმები გააჩნია.

დაავადება ძალიან გავრცელებულია და წარმოადგენს თვალის პათოლოგიების 30%-ს. დაავადების განვითარება დამოკიდებულია საცხოვრებელ გეოგრაფიულ ზონასა და სეზონზე. 
  • ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით, კონიუქტივიტი შეიძლება იყოს: ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული და ვირუსულ-ბაქტერიული. 
მიზეზები

დაავადების გავრცელების გზები

კონიუქტივიტი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით - ძირითადად, თვალის, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვნათან ხელის შეხებით. დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია ზამთარი, როცა სივრცე ძირითადად დახურულია და შენობების ხშირი განიავება ვერ ხერხდება.

სიმპტომები

კონიუქტივიტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
  • თვალის ტკივილი, ქავილი, ქუთუთოების შესიება;
  • ცრემლდენა, ქუთუთოს სპაზმი ბავშვებში;
  • თვალიდან გამონადენი, თვალის სიმშრალე, ქავილი;
  • ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან;
  • რქოვანას წყლული, სისხლიანი გამონადენი თვალებიდან;
  • კონიუქტივიტის შეშუპება და სისხლჩაქცევები.

დიაგნოსტიკა
კონიუქტივიტის დიაგნოზს სვამს ოფთალმოლოგი, დამახასიათებელი კლინიკური სურათისა და თვალის მიკროსკოპული დათვალიერების საფუძველზე. შესაძლოა, ჩატარდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკაც, თუმცა იმდენად დამახასიათებელია დაავადების კლინიკური ნიშნები, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი კვლევის საჭიროება არ არსებობს.  თუ ექიმი კერატიტისთვის დამახსიათებელ რქოვანას გამონაყარზე მიიტანს ეჭვს -  საჭირო ხდება სპეციალური საღებავებით რქოვანას შეღებვა და გამონაყარის სიღრმისეული კვლევა.

მკურნალობის გზები

კონიუქტივიტის მკურნალობა დაავადების ფორმასა და გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
ბაქტერიული კონიუქტივიტის მკურნალობისას გამოიყენება ანტიბიოტიკები,  ვირუსული კონიუქტივიტის მკურნალობისას - ანტივირუსული პრეპარატები, ხოლო ალერგიულის   - ანტიჰისტამინური პრეპარატები.
ქრონიკული კონიუქტივიტის მკურნალობისთვის, სასურველია, ავადმყოფმა ექიმს დაავადების გამწვავების პერიოდში მიმართოს, რადგან ამ დროს დიდი დოზით  ანტიბიოტიკების გამოყენებით  დაავადების განკურნება შესაძლებელია.


კონიუქტივიტის პრევენცია
კონიუქტივიტის პრევენციისთვის საჭიროა საკმაოდ მარტივი წესების დაცვა:

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ხელები  ხშირად დაიბანეთ საპნით; არ შეეხოთ ხელით თვალის ლორქოვან გარსს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენს გარემოცვაში კონიუქტივიტით დაავადებული ადამიანი იმყოფება; გამოიყენეთ ინდივიდუალური პირსახოცი და პირადი ჰიგიენის საგნები; თუ თვალში იწვეთებთ პიპეტით ან მედიკამენტის ფლაკონით, არ შეეხოთ წამწამებს, ქუთუთოებსა და თვალს.



არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ თვალს და არ დაიწყოთ მისი მოფხანა. 


გამოყენებული რესურსები:

Комментариев нет:

Отправить комментарий