вторник, 12 июля 2016 г.

როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში



განვითარებულ ქვეყნებში ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შეტანას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგანაც გარემოს დაბინძურების ფონზე საკვებში პესტიციდებისა და მავნე ნივთიერებები რაოდენობის ზრდის პრობლემა მწვავედ დგას. არასწორად შერჩეული არაჯანსაღი მენიუ ბევრი დაავადების წარმოშობის მიზეზია, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კვების რაციონის სწორად შედგენას. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როდესაც საქმე ბავშვების სწორად გამოკვებას ეხება.
სვითგრინის რესტორნების ქსელის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა იმის შესახებ, თუ რა ტიპის საკვებს მიირთმევენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში. მათ გადაიღეს ფოტოების სერია, რომლებზეც ასახულია თუ რა მენიუს სთავაზობენ ბავშვებს სკოლების სასადილოები. გამოიკვეთა დადებითი ტენდენცია- განვითარებული ქვეყნების სასწავლებლების მენეჯმენტი უზრუნველჰყოფს იმას, რომ რაციონი შეიცავდეს ჯანსაღ და სასარგებლო, ამავდროულად, გემრიელ პროდუქტებს.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებში შეგიძლიათ თავადვე ნახოთ როგორ განსხვავდება კვებითი რაციონი ქვეყნების მიხედვით. იმას, თუ რას მიირთმევენ ადამიანები განაპირობებს ქვეყნის კულტურული მახასიათებლები და კლიმატი. იტალიასა და სამხრეთ კორეაში იღებენ დიდი ოდენობით ბოსტნეულს, რადგან ეს ქვეყნები ნაყოფიერი მიწებით გამოირჩევა. ფრაგულ მენიუებში დომინირებს ხორციანი კერძები და ყველი, იმიტომ რომ მათ რძის პროდუქტების წარმოების დიდი კულტურა აქვთ. ფინეთში კი როგორც სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყანაში, მიირთმევენ წვნიან კერძებს, რაც ჩრდილოეთის ცივი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
ცნობილი ენდოკრინოლოგი ჯერემი ატკინსი მშობლებს ურჩევს: „დიდი ყურადღება დაუთმეთ ბავშვის სწორად გამოკვებას, რადგან ეს საკითხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მისი ორგანიზმისა და ფსიქიკის სწორად ჩამოყალიბებაში. მცირე ასაკიდანვე უნდა სცადოთ, რომ ბავშვი სწორად კვებას შეაჩვიოთ. ამ შემთხვევაში თავიდან აირიდებთ აკრძალვებს, რაც გაღიზიანებას იწვევს. ნუ შეაჩვევთ თქვენს შვილს იმ პროდუქტების მიღებას, რაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის. პრევენცია ყოველთვის სჯობს უკვე არსებული პრობლემის გადაწყვეტაზე ზრუნვას.“

გთავაზობთ ფოტომასალას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი იდეები არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მთელი ოჯახის საუზმისა და სადილის მენიუს შესადგენად.



იტალია
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
თევზი, მაკარონი ტომატის სოუსით, მოცარელა, სალათი კაპრეზე, პური და ყურძენი
ამერიკის შეერთებული შტატები
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ქათმის ჩხირები სოუსით, კარტოფილის პიურე, ბარდა, დაკონსერვებული ხილი და ორცხობილა
 ფინეთი
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ბარდის წვნიანი, მოხარშული ჭარხალი, სტაფილოს სალათი, ბლინები,ახალი ხილი და პური
საფრანგეთი
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ძროხის სტეიკი, ყველი, სტაფილო, მწვანე ლობიო და ხილი
საბერძნეთი
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
 ორზოს სალათი, ფარშირებული ქათამი ყურძნის ფოთლებში, ბოსტნეული, ყველი ფეტა, იოგურტი ბროწეულით და ხილი
სამხრეთ კორეა
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
თევზის წვნიანი, ტოფუ, ბრინჯი, პიკელებული კომბოსტო, ბროკოლი და ბულგარული წიწაკა
ბრაზილია
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
 ღორის ხორცი ბოსტნეულით, ლობიო და ბრინჯი,ბოსტნეულის სალათი, პური და შემწვარი ბანანი.
ესპანეთი
როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
 კრევეტები, ყავისფერი და თეთრი ბრინჯი, სალათი, ტომატის სუპი,  პური და ფორთოხალი



წყარო:  Feme.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий