ამიტომ საჭიროა დასაწყისშივე განვასხვავოთ რაფინირებული გადამუშვებული თეთრი შაქარი და შაქარი ბუნებრივი ნატურალური ფორმით, რომლიც მოიპოვება ხილში, ბოსტნეულში, თაფლში.
ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო სწორედ რაფინირებული დამუშავებული შაქარია, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ – ჩაის და ყავის სმისას, მისით უხვად გაჯერებულია სხვადასხვა ტკბილი გაზირებული წყლები, ლიმონათები, კოკა-კოლა და მისი მსგავსი სასმელები, იგივე ითქმის ვითომ ნატურალურად წოდებულ ქარხნულ წვენებზე, შაქარი უხვადაა საკონდიტრო ნაწარმში, ტორტებში, ნამცხვრებში, ფერად-ფერად კანფეტებში და საღეჭ რეზინებში.
რატომ არის შაქარი მავნებელი
შაქარი იწვევს კარიესს!
ერთი ჩაის კოვზი შაქარი გაწვდით 16,3 კალორიას. დღიური მაქსიმუმი ქალებისთვის 6, ხოლო მამაკაცებისთვის 9 კოვზია. მხოლოდ ერთ ნაჭერ უწყინარ ნამცხვარში შესაძლოა 10 კოვზზე მეტი შაქარი იყოს.
შაქარი ადვილად გადადის სისხლში და იწვევს გლუკოზის მატებას, ზედმეტი შაქრის მოხმარება დიაბეტით დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის!
ბავშვებისთვის 1 წლიდან საუკეთესო სასმელი კვებებს შორის რძე და წყალია. რაც შეეხება, ტკბილ სასმელებს (წვენი, კომპოტი და გაზიანი სასმელები) თუ მათი მოხმარების უფლებას აძლევთ თქვენს შვილს, მიეცით მხოლოდ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, რითაც შეამცირებთ კარიესის გაჩენის ალბათობას და შეუნარჩუნებთ ბავშვს მადას შემდგომ კვებამდე. მიაჩვიეთ ბავშვი, წყალი გამოივლოს ჭამის ან ტკბილი სასმელის მიღების შემდეგ
წლამდე ასაკის ბავშვისთვის არ არის სასურველი შაქრის მიცემა. მრავალი ქვეყნის პედიატრთა ასოციაცია იზიარებს იმ აზრს, რომ უკვე ახალდაბადებული ჩვილი ტკბილ გემოს ამჯობინებს სხვა გემოებს. ამიტომ, სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებისთვის სასურველია ტკბილი ბოლო ეტაპისთვის დავიტოვოთ და მანამდე ბავშვი სხვა გემოებს მივაჩვიოთ. ამას გარდა, შაქარი, როგორც კალორიული პროდუქტი, მადის დაქვეითებასაც გამოიწვევს.
კვლევები
მეცნიერული კვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არცერთი პროდუქტი ისე არ უწყობს ხელს დაბერებას და დაავადებების განვითარებას, როგორც გადამუშავებული შაქარი.
შაქარი აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა უმჯობესია არჩვანი ბუნებრივ შაქარზე გააკეთოთ, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი, ჩირი, თაფლი, თხილეული, თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა. განსაკუთრებით მავნეა ის პროდუქტები, რომლებიც ცხიმებსა და შაქარს ერთდროულად შეიცავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий