вторник, 12 июля 2016 г.

სასუნთქი სისტემა

სუნთქვა სასუნთქი სისტემის ორგანოთა მიერ მუდმივად განხორციელებულ პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებას და ნახშირორჟანგის დროულ გამოტანას ისახავს მიზნად. თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ადამიანი 500 მლ-მდე ჰაერს იყენებს. ასე რომ, ჩვენი ფილტვები წუთში საშუალოდ 6-8 ლიტრ ჰაერს ატარებენ. ფილტვები ბოლომდე არასდროს იჩუტება. ყველაზე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგაც კი მათში 1000-დან 1500 მლ-მდე ჰაერი რჩება, რომელსაც ნარჩენი ჰაერი ჰქვია. 
სუნთქვის ცენტრი
სასუნთქი კუნთების რიტმულ კოორდინირებულ მოქმედებას, სუნთქვის შეგუებას ორგანიზმის შინაგან გარემოსა და გარესამყაროს ცვალებად პირობებთან უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემა. მისი მთავარი რგოლია მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრი, უჯრედთა გროვა, რომლის ფუნქციის მოშლაც სასუნთქი მუსკულატურის დამბლას და სუნთქვის შეჩერებას იწვევს. სუნთქვის ცენტრი ორი მთავარი - ჩასუნთქვისა (ინსპირატორული) და ამოსუნთქვის (ექსპირატორული) - ნაწილისგან შედგება. სუნთქვის ცენტრი მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რიტმულ მონაცვლეობას როდი უზრუნველყოფს - მას სასუნთქ მოძრაობათა სიღრმისა და სიხშირის შეცვლის, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესისა და მოვლენის მიმდინარეობა-განვითარების რეგულაციის უნარიც აქვს. ზოგჯერ ორგანიზმში მომხდარი პათოლოგიური ცვლილებები იმდენად არღვევს სუნთქვის ნორმალურ პროცესს, რომ მისი რეგულირება სუნთქვის
ნახშირორჟანგი — ნახშირბადის ანჰიდრიდი, CO2ოქსიდი C (IV), ნახშირბადის უმაღლესი ჟანგეული. აღმოაჩინა შოტლანდიელმა ქიმიკოსმაჯ.ბლეკმა მაგნიუმკარბონატის დაშლისას.
ნახშირორჟანგი შედის ჰაერის შედგენილობაში 0,03%-ით. ნახშირორჟანგი უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია; სიმკვრივე1,9 კგ/კუბ.მ.; კრიზისული ტემპერატურა 31 ცელსიუსი, კრიზისული წნევა 7,62 მეგნ/კვ.მ. ნახშირორჟანგი ატმოსფერულ წნევასა და 78 გრადუსზე თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე მყარდება და წარმოქმნის თეთრ თოვლისებრ მასას ("მშრალი ყინული"). თხევადი ნახშირორჟანგი არსებობს ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 5,85 მეგნ/კვ.მ.-ზე მეტი წნევის დროს.
თხევადი ნახშირორჟანგის სიმკვრივეა 771 კგ/კუბ.მ., მყარის - 1512 კგ/კუბ.მ. იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში. ენერგიულად უერთდებაფუძეებს და წარმოქმნის კარბონატებს. CO2 არ იწვის, არც ხელს უწყობს წვას.
ნახშირორჟანგი ურთიერთქმედებს გავარვარებულ ნახშირთან, ამიაკთან და სხვ. მრეწველობაში ნახშირბადს იღებენ კირქვის გამოწვით, ლაბორატორიაში მარილმჟავას ურთიერთქმედებით მარმარილოსთან.
ნახშირორჟანგს იყენებენ გაზიანი წყლების, ლუდისა და შაქრის წარმოებაში. იყენებენ აგრეთვე ქიმიურ მრეწველობაში სოდის, შარდოვანას, ოქსიკარბომჟავების მისაღებად, აგრეთვე თბოგადამტან რეაქტორებში, ხანძრების ჩასაქრობად და სხვ.



Комментариев нет:

Отправить комментарий