вторник, 12 июля 2016 г.

ჰეპტიური წყლული - კუჭის, თორმეტგოჯას და საყლაპავის წყლული

 პეპტიური წყლული
კუჭის, თორმეტგოჯას და საყლაპავის წყლული

ჰეპტიური წყლული საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც ყველაზე ხშირად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ვითარდება, ასევე ჩნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის ნებისმიერ იმ უბანშიც გაჩნდეს, სადაც კუჭის წვენი თავის აგრესიულ ქმედებას ამჟღავნებს. დაავადება არის ლორწოვანი გარსის დამცავი უნარის და მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების გაზრდას შორის ბალანსის დარრვევის შედეგია. ვითარდება და ლორწოვან გარსში მკვეთრი საზღვრების მქონე მრგვალი ან ოვალური დესტრუქციული კერების გაჩენას იწვევს.


შემთხვევათა უმეტესობაში ჰეპტიური წყლულის გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია Helicobacter pylori (H.pylori). H. pylori კუჭისა და წვრილი ნაწლავების ამომფენ
ლორწოვან შრეში ბინადრობს და ზოგჯერ ლორწოვან შრეს არღვევს, შედეგად კი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ქსოვილების ანთებას იწვევს, რაც, საბოლოოდ, ლორწოვანის დეფექტის, იგივე წყლულის განვითარებას განაპირობებს;
სიმპტომები
ტკივილი  ჭიპიდან  მკერდის ძვლამდე, იმის მიხედვით, წყლული კუჭშია ლოკალიზებული თუ თორმეტგოჯა ნაწლავში. გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და ძლიერდება, ღამით ან მაშინ, როდესაც კუჭი ცარიელია;
დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა);
სისხლიანი ღებინება (საკვებთან ერთად ამოღებული სისხლი წითელი ან შავი ფერისაა.);
კუპრივით შავი განავალი ან მუქი ფერის სისხლის არსებობა განავალში;
წონის მოულოდნელი კლება;
უმადობა.
არცთუ იშვიათად, დაავადება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:
  • რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
  • ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
  • ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.

პრევენცია
დაავადების პრევენციისთვის რეკომენდებულია:
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა;
  • გარკვეული სახეობის (მჟავე, ცხარე, ცხიმიანი) საკვების რაციონიდან ამოღება;
  • ემოციური დაძაბულობის კონტროლი;
  • სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა;
  • ალკოჰოლის მიღების შემცირება ან საერთოდ უარის თქმა;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატების მიღების მაქსიმალურად შეზღუდვა;
  • წონის კონტროლი.


Комментариев нет:

Отправить комментарий