вторник, 12 июля 2016 г.

ელენთა - მდუმარე ნინძა

ელენთა — ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა (უყბოებისა და ზოგი ორგვარადმსუნთქავი თევზის გარდა) მუცლის ღრუს კენტი ორგანო, რომელიც ჩართულია სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემა. 
რას ემსახურება ელენთა
გალენუსი ელენთას შავი ნაღველის ანუ მელანქეს წარმოქმნის ადგილად მიიჩნევდა. ამავე დროს, აღიარებდა, რომ ის საიდუმლოებით მოცული ორგანოა. ანტიკურ ეპოქაში მიაჩნდათ, რომ ელენთას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებოდა ადამიანის ფსიქოემოციური სფეროს მართვაში, გუნება-განწყობის რეგულირებაში (სწორედ ამ ორგანოს უკავშირდება სიტყვა იპოქონდრია, რომელიც ბერძნულდან წარმოდგება და ნეკნთა რკალის ქვეშ მდებარეს ნიშნავს). ძველი ბერძნები და რომაელები მარათონელებს ელენთას კვეთდნენ, რათა მათ უფრო თავისუფლად და სწრაფად ერბინათ.

ამჟამად დადგენილია, რომ ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა. ამ მნიშვნელოვან ფუნქციას ელენთა პარენქიმისა და სისხლძარღვების უნიკალური სტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს - ხანდაზმულ და არაჯანსაღ ერითროციტებს დეფორმირების უნარიც დაქვეითებული აქვთ, რის გამოც ელენთის სისხლძარღვებში მოძრაობისას იშლებიან. ელენთის თეთრ პულპაში ანტისხეულების სინთეზი ხორციელდება. ანტისხეულების მიერ შებოჭილი ბაქტერიები და სისხლის უჯრედებიც ელენთის მეშვეობით სცილდება სისხლის მომოქცევის სისტემას. ჩამოთვლილი ფუნქციებიდან თუნდაც ერთის უფრო ინტენსიური შესრულება ელენთის გადიდებას ანუ სპლენომეგალიას იწვევს.



Комментариев нет:

Отправить комментарий