вторник, 12 июля 2016 г.

რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი.  უპირველეს ყოვლისა, სიმაღლე გენეტიკურად განისაზღვრება და დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიმაღლეს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც დაბალ მშობლებს მაღალი შვილები ჰყავთ ან/და – პირიქით. 
შვილის სამიზნე სიმაღლის დასადგენად ექიმები ასეთ ფორმულას გვთავაზობენ. 

1. პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ საბაზო სიმაღლე
საბაზისო სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) : 2  
2. ამის შემდეგ ორი შემთხვევაა:
შვილი თუ გოგოა: საბაზო სიმაღლეს აკლდება 5 სანტიმეტრი. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა

შვილი თუ ბიჭია: საბაზო სიმაღლეს ემატება 5 სანტიმეტრი ემატება. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა


მაგალითი:  დედა არის 165 სმ, ხოლო მამა - 175 სმ. ასე უნდა გამოთვალოთ შვილის სიმაღლე: 


(165+175):2=170 ეს საბაზო სიმაღლეა.

ახლა გავიგოთ, რა სიმაღლის იქნება სავარაუდოდ ასეთი სიმაღლის მშობლების ვაჟი და ქალიშვილი. 


ქალიშვილი: 170-5=165 სმვაჟი: 170+5=175 სმ

Комментариев нет:

Отправить комментарий