вторник, 12 июля 2016 г.

საქართველოს 10 მოწინავე უნივერსიტეტი

წარმოგიდგენთ საქართველოს უნივერსიტეტების 2015 წლის რეიტინგის პირველ ათეულს. რეიტინგი შედგენილია აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის მიერ და ეფუძნება ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებს. რეიტინგულ სიაში რანჟირება მოხდა საბაკალავრო პროგრამებზე 2015 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების (პირველკურსელების) საკონკურსო ქულების საშუალო მაჩვენებლების მიხედვით. ამასთან რეიტინგში მოხვდა მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებშიც წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა. ათეულში სამედიცინო პროფილის 2 უნივერსიტეტი მოხვდა: მეორე ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გავიდა, ხოლო მეხუთეზე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი



1 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
2 სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
3 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
5 შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
6 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
7 კავკასიის უნივერსიტეტი
8 GIPA – “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”
9 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
10 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პირველი ათეულში შემავალ უნივერსიტეტებში 2015  წელს 10 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა

რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი.  უპირველეს ყოვლისა, სიმაღლე გენეტიკურად განისაზღვრება და დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიმაღლეს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც დაბალ მშობლებს მაღალი შვილები ჰყავთ ან/და – პირიქით. 
შვილის სამიზნე სიმაღლის დასადგენად ექიმები ასეთ ფორმულას გვთავაზობენ. 

1. პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ საბაზო სიმაღლე
საბაზისო სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) : 2  
2. ამის შემდეგ ორი შემთხვევაა:
შვილი თუ გოგოა: საბაზო სიმაღლეს აკლდება 5 სანტიმეტრი. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა

შვილი თუ ბიჭია: საბაზო სიმაღლეს ემატება 5 სანტიმეტრი ემატება. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სამიზნე სიმაღლეა

კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუქტივის) ანთებაა და ისევე როგორც ნებისმიერ ანთებით დაავადებას, მწვავე და ქრონიკული ფორმები გააჩნია.

დაავადება ძალიან გავრცელებულია და წარმოადგენს თვალის პათოლოგიების 30%-ს. დაავადების განვითარება დამოკიდებულია საცხოვრებელ გეოგრაფიულ ზონასა და სეზონზე. 
  • ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით, კონიუქტივიტი შეიძლება იყოს: ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული და ვირუსულ-ბაქტერიული. 
მიზეზები

დაავადების გავრცელების გზები

კონიუქტივიტი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით - ძირითადად, თვალის, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვნათან ხელის შეხებით. დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია ზამთარი, როცა სივრცე ძირითადად დახურულია და შენობების ხშირი განიავება ვერ ხერხდება.

სიმპტომები

კონიუქტივიტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
  • თვალის ტკივილი, ქავილი, ქუთუთოების შესიება;
  • ცრემლდენა, ქუთუთოს სპაზმი ბავშვებში;
  • თვალიდან გამონადენი, თვალის სიმშრალე, ქავილი;
  • ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან;
  • რქოვანას წყლული, სისხლიანი გამონადენი თვალებიდან;
  • კონიუქტივიტის შეშუპება და სისხლჩაქცევები.

ჰიდროცეფალია

ჰიდროცეფალია - (ანუ წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.
ჰიდროცეფალიის სახეები
ლიქვორის მატება რამდენიმე მიზეზით ხდება, ამის გამო განასხვავებენ ჰიდროცეფალიის სხვადასხვა სახეს:
ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია - ლიქვორის პროდუქციის პროგრესული ზრდა.
პრეზორბციული ჰიდროცეფალია - ლიქვორის შეწოვის პროცესის დარღვევა.
ამათ გარდა განასხვავებენ ჰიდროცეფალიის ღია და დახურულ ფორმებს:
ღია (შემაერთებელი)ჰიდროცეფალია - ფართოვდება ყველა პარკუჭი, ლიქვორი იმატებს როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში.
დახურული (ოკლუზიური)ჰიდროცეფალია - ხდება ლიქვორის მდინარების მოშლა პარკუჭოვანი სისტემის შიგნით, ლიქვორული სისტემის ბლოკირება .
თავ-ზურგ-ტვინის სითხის ჭარბი რაოდენობით ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ გარეთა და შიდა ჰიდროცეფალიას :
გარეთა ჰიდროცეფალია - სითხე დაგროვილია სუბარაქნოიდულ სივრცეში.
შიდა ჰიდროცეფალია - სითხის დაგროვება ხდება პარკუჭებში.
ღია ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს როგორც გარეთა, ასევე შიდა ლოკალიზაციის. დახურული ჰიდროცეფალია კი ყოველთვის გარეთა ლოკალიზაციისაა.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ჰიდროცეფალიის შემდეგ ფორმებს:
მწვავე
ქრონიკული
კომპენსირებული - კლინიკური გამოვლინება არ ფიქსირდება,ბავშვი ნორმალურად ვითარდება.
სუბკომპენსირებული - ნაწილობრივი კომპენსაციის გამო კლინიკური ნიშნები იოლად და ზომიერადაა გამოხატული.
დეკომპენსირებული - კლინიკური ნიშნები მკვეთრადაა გამოხატული და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დამახასიათებელი ნიშნები
თანდაყოლილი ჰიდროცეფალიისათვის დამახასიათებელია:
თავის ქალის ზომის ზრდა და ფორმის შეცვლა.
მომატებული ქალასშიდა წნევა .
ნევროლოგიური სიმპტომები - სიმპტომატიკის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის გამოვლენის ხარისხზე.
დახურული(ოკლუზიური) ჰიდროცეფალიისთვის დამახასიათებელია:
შეტევითი,ძლიერი თავის ტკივილი.
პირღებინება.
ვეგეტატური მოშლილობა.
ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დასასმელად არ კმარა მხოლოდ ერთი სიმპტომი, თავის დიდ ფორმა. ხშირად თავის ზომა ოჯახისათვის დამახასიათებელი მემკვიდერეობითი ნიშანია. ამიტომ, აუცილებელია კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.
მკურნალობა და გამოვლენის სიხშირე
ჰიდროცეფალიას, განსხვავებული ხარისხისა და ფორმის გამო, მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიული წესით (შუნტირებით).
იოლი და ზომიერი ჰიდროცეფალია - მედიკამენტური მკურნალობა, ექიმის პერიოდული კონტროლი.
მძიმე ჰიდროცეფალია - ქირურგიული ოპერაცია და შუნტირება .
კომპენსირებული ჰიდროცეფალია - მკურნალობა არაა საჭირო,საკმარისია პერიოდული სამედიცინო კონტროლი.
ოპერაციული ჩარევა განსაკუთრებით წარმატებულია ჰიდროცეფალიის დახურული ფორმების დროს. ღია ფორმების მკურნალობის შემთხვევაში მიზანშეწონილია შუნტირება - ლიქვორის პროდუქციის მუდმივი გამოტანა გარეთ, სპეციალური მილის საშუალებით. ოპერაციის შემდეგ თავის ტვინს ნორმალური პირობები ექმნება განვითარებისთვის, მაგრამ აუცილებელია პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა და მეთვალყურეობა. მკურნალობის შემდეგ ხდება ან სრული განკურნება ან მდგოამრეობის სტაბილიზაცია. ყოველი 1000 ახალშობილიდან 1-4-ს აღენიშნება ჰიდროცეფალია. გოგონებსა და ბიჭებში გამოვლენის სიხშირე თანაბარია.
ლიტერატურა
თ.გაგოშიძე; ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები-"ნეკერი",თბილისი 2007
Арендт А. А., Гидроцефалия и её хирургическое лечение, М., 1948.
Кушель Ю. В., Конференция «Детская неврология и нейрохирургия»

მიტოზი

მიტოზი არის უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. მისი ხანგრძლივობა მთელი ციკლის 1/7–1/10 ნაწილს შეადგენს.
მიტოზი - ოთხი თანმიმდევრული ფაზისგან შედგება:
  • პროფაზაში ქრომოსომები სპირალურად იხვევა, მოკლდება და პროფაზის ბოლოს მათი დანახვა სინათლის მიკროსკოპში შესაძლებელია.
უჯრედის ცენტრის ორი ნაწილი ცენტრიოლები დაშორდებიან ერთმანეთს და მიემართებიან ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლუსებისაკენ; მათ შორის წარმოიქმნება ცილოვანი ძაფები; ქრომოსომებს კარგად ეტყობა გაორმაგება; ბირთვის გარსი ქრება

საავადმყოფოს საშობაო-საახალწლო დეკორაციები, რომელიც ადასტურებს ექიმების კრეატიულობას (20+ ფოტო)



ავლიპი ზურაბიშვილი. ბიოგრაფია + ვიდეო: საუკუნის პორტრეტები: ავლიპი ზურაბაშვილი

ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1902, სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 აგვისტო, 1994, თბილისი) გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი.მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო.
ბიოგრაფია

ავლიპი ზურაბაშვილი დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. 1920 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1927 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1927-1930წლებში ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტია. 1930-1938 წლებში ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკია. 1938-1950 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1946 წელსხდება საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი, არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი.
1938 წლიდან — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1938-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულდა სხვა ენებზე.

გლაზგოს კომის სკალა - GCS

გლაზგოს კომის სკალა (შკალა) (გკს) არის ნევროლოგიურ სკალა, რომელიც საშუალებას იძლევა საიმედოდ, ობიექტურად მოხდეს პაციენტის (დაზარალებულის) როგორც პირველადი, ასევე შემდგომი მდგომარეობის შეფასება და ჩაწერა. საკვლევი პიროვნება ფასდება სკალის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც  ენიჭება  ქულები 3 ქულიდან (მიუთითებს დაზიანების მძიმე  ხარისხსა და გონების დაკარგვაზე) ან 14 (პირველადი სკალა) ან 15 ქულამდე (სკალის მოდიფიცირებული, მსოფლიო პრაქტიკაში მეტად გამოყენებული ვერსია)
სამხრეთ ჰოსპიტალის მთავარი შენობა
გლაზგოს კომის სკალა თავდაპირველად გამოიყენებოდა თავის ტრავმის ხარისხის შესაფასებლად. დღეს კი, სკალას იყენებენ პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისას, ექიმები და ექთნები მწვავე და ტრავმულ პაციენტებში. საავადმყოფოში სკალა გამოიყენება ქრონიკული პაციენტების ინტენსიური მკურნალობისას. 

სკალა პირველად 1974 წელს, გლაზგოს უნივერსიტეტის სამხრეთ ჯენერალ ჰოსპიტალში“,  ნეიროქირურგმა პროფესორებმა, გრემ თისდეილიმ და ბრაიან ჯეი ჯენეტმა გამოქვეყნეს.

სკალის კრიტერიუმები

გლაზგოს კომის სკალა
123456
თვალებიარ ახელსახელს მტკივნეული სტიმულის საპასუხოდახელს ხმის გაგონებისასახელს სპონტანურად--
მეტყველებახმას არ იღებსგამოსცემს გაურკვეველ 
ბგერებს
გამოთქვამს არეულ/შეუსაბამო სიტყვებსლაპარაკობს დაბნეულადგააზრებულად, ნორმალურად 
ლაპარაკობს
-
მოძრაობაარ მოძრაობსმოძრაობა/გაშლა მტკივნეულ სტიმულზეარანორმალური მოძრაობა/მოხრა მტკივნეულ სტიმულზემოხრა/მოშორება მტკივნეულ სტიმულზემტკივნეული სტიმულის 
ლოკალიზაცია
ემორჩილება ბრძანებებს

გულისრევა და ღებინება

ღებინება — რთული რეფლექსური აქტი, რომლის დროსაც, ძლიერი იმპულსით, კუჭის შიგთავსი საყლაპავიდან ზევით - პირის ღრუში ან/და ცხვირის ღრუში ამოიტყორცნება. რაც კუჭის ქვედა ნაწილებში გაძლიერებული პერისტალტიკის, ზედა ნაწილებისა და საყლაპავისმოდუნების, დიაფრაგმისა და მუცლის კედლის კუნთების ერთდროული შეკუმშვის შედეგია.
ღებინება შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით. მათ შორის სპეციფიკური პასუხი გასტრიტზე და მოწამვლაზე, ასევე არასპეციფიკური პასუხი თავის ტვინის სიმსივნესა და მომატებულ ინტრაკრანიალური წნევაზე. ღებინებას წინ უსწრებს გულისრევისგანცდა. გულისრევამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თუმცა ყოველთვის არა. ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიემეტიკები) გამოყენება ზოგჯერ აუცილებელია გულისრევისა და ღებინების აღსაკვეთად. მძიმე შემთხვევებში, როცა დეჰიდრატაცია (სითხის კარგვა) ვითარდება, საჭიროა სითხის ინტრავენური ინფუზია. უნდა მოხდეს ღებინებას განსხვავება რეგურგიტაციისგან, რადგან ეს ორი ტერმინი ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები. რეგურგიტაცია არის კუჭის მოუნელებელი შემცველობის უკუდინება საყლაპავი მილისკენ და ზევით. ღებინების და რეგურგიტაციის მიზეზები სხვადასხვაა.

ღებინების რეგულაცია
ღებინება რთული მექანიზმით რეგულირდება. ამას მოგრძო ტვინში მდებარე ღებინების ცენტრი ახორციელებს. სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებით მუცლის ღრუშითირკმლებში, ღრუ ორგანოებში არსებული ცენტრისკენული ნეირონების საშუალებით ღებინების ცენტრს მიეწოდება ინფორმაცია, რის შედეგადაც იგი ცენტრიდან გზავნის იმპულსებს გამღიზიანებელი ფაქტორის დროულად მოცილების თაობაზე. შედეგად დიაფრაგმისა და მუცლის კუნთები ძლიერ იკუმშებიან, დუნდება კუჭის შესასვლელის კუნთოვანი შრე, ვითარდება ანტიპერისტალტიკა და კუჭის შიგთავსი პირის ღრუში ამოიტყორცნება. ასე რომ, ღებინება უმეტესად დამცავ რეფლექსურ რეაქციას წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ორგანიზმიდან დროულად გამოიდევნოს საფრთხის შემცველი გამღიზიანებელი ფაქტორი.

ღებინების ფორმები

გამომწვევი მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალური, ტოქსიკური და ვისცერული წარმოშობის ღებინებას. ცენტრალური წარმოშობის ღებინება ვითარდება წინმსწრები გულისრევის შეგრძნების გარეშე და არ უკავშირდება საკვების მიღებას. მას თან ახლავს არა მუცლის, არამედ თავის ტკივილი. იგი საკმაოდ ძლიერია და ადამიანს შვებას არ ჰგვრის. ამ ტიპის ღებინება რეფლექსური ბუნებისაა და შესაძლოა განვითარდეს უსიამოვნო შთაბეჭდილების, სუნის შეგრძნების გამო. ცენტრალური ტიპის ღებინება ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომიც არის, მაგალითად: ქალასშიდა წნევის მატება, შაკიკი, თავის ტვინის სიმსივნე, ჰიპერტონიული კრიზი, მენინგიტი და სხვ.

ვისცერული ღებინება

ვისცერული ღებინება უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ორგანულ ან ფუნქციურ დარღვევებს. ამ შემთხვევაში ღებინების შემდეგ ადამიანი შვებას გრძნობს. ზოგჯერ ღებინებას ხელოვნურადაც იწვევენ, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილის შემცირების მიზნით. სხვა სიმპტომებთან ერთად ვისცერული ღებინებით ვლინდება კუჭ-ნაწლავის სიტემის ზოგიერთი დაავადება, მაგალიტად: გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭისა და საყლაპავის კიბო; მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, მწვავე პერიტონიტი, აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი, ნაწლავური გაუვალობა, პარაზიტული დაავადებები

ღებინების გამომწვევი ფაქტორები


ღებინება - XIV საუკუნის ნახატიTacuinum Sanitatis-დან
გარდა საყოველთაო მიზეზებისა, ღებინება შესაძლოა გამოიწვიოს ინდივიდუალურმა ფაქტორებმაც, მათ შორის - ძირითადმა და თანმხლებმა პათოლოგიებმა, განსაზღვრული ტიპის ქირურგიულმა ოპერაციამ, დიაგნოსტიკურმა მანიპულაციამ, მედიკამენტურმა საშუალებამ, ნერვული სისტემის მდგომარეობამ და სხვა.

ვესტიბულური აპარატის მდგომარეობა

ზღვისა და მთის ავადმყოფობის დროს ღებინების შეგრძნება უფრო მეტად დამახასიათებელია მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორთა მგრძნობელობის ზღურბლი.

ნერვული სისტემის ტიპი

ღებინებისა და გულისრევის შეგრძნებაზე გავლენას ახდენს ნერვული სისტემის ტიპი და მისი ვეგეტაციური რეაქციების გამოხატვის ხარისხი. კერძოდ, ცნობილია, რომ ადვილად აღგზნებადი, ლაბილური და მშფოთვარე ადამიანები გაცილებით ხშირად უჩივიან ღებინებასა და გულისრევას, რადგან სისხლში მაღალი აქვთ კატექოლამინებისა და სეროტონინის დონე. ეს იწვევს აეროფაგიას, რაც წელავს კუჭის კედლებს და მის რეცეპტორულ აპარატს აღიზიანებს.

ქირურგიული ოპერაციები

ყველაზე ხშირად ღებინება აღინიშნება ენდოსკოპიური (54%) და ლაპაროსკოპიული (35%) ოპერაციების შემდეგ. 5%-ს ყურსა და თვალზე განხორციელებული მანიპულაციები შეადგენს. ღებინების ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული ოპერაციული ჩარევის მიმდინარეობასა და ხანგრძლივობაზე. სანარკოზე საშუალებათა უმეტესობას პოტენციურად ახასიათებს ღებინების ეფექტი, ხოლო ანესთეზიის გახანგრძლივებისას მათი მოქმედების ძალაც იზრდება.

მკურნალობა

გულისრევა და ღებინება უმეტესად არ არის საშიში ორგანიზმისთვის, თუმცა ხანგრძლივი ღებინება, რომელსაც დიარეაც ერთვის, სერიოზული საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს გაუწყლოებას და მწყობრიდან გამოჰყავს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა და სისტემათა ფუნქციები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავის ტვინი, თირკმელები და სხვა. გულისრევა და ღებინება ყველაზე ხშირად აწუხებთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ორსულებს, ონკოლოგიურ პაციენტებს ანტისიმსივნური თერაპიის პერიოდში, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ფსიქოემოციური წრის სხვადასხვა ტიპის დაღვევის მქონე პირებს.
ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტიკები) მედიკამენტები ეფექტურია გულისრევისა და ღებინების დროს. ანტიემეტიკები იყენებენ ზღვის ავადმყოფობის სამკურნალოდ. ასევე ოპიოიდებისა და ქიმიოთერაპიისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ
ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ბლოკავენ ღებინებასთან დაკავშირებულ რეცეპტორებს. აქედან გამომდინარე, ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური, დოფამინის ანტაგონისტები, სეროტონინის ანტაგონისტები და კანაბინოიდების გამოიყენება ეფექტურია, როგორც ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები. 




    ან სულ ან არაფრის კანონი

    ან სულ ან არაფრის კანონი

    დებულება, რომლის თანახმად დადგენილია პირდაპირი შეფარდება მოქმედი გამღიზიანებლის ძალასა და აგზნებადი ქსოვილის (ნერვული, კუნთოვანი) საპასუხო რეაქციის სიდიდეს შორის. აღნიშნული კანონით ქვეზღურბლოვანი გაღიზიანება არ იძლევა ნერვულ იმპულსს აგზნებად ქსოვილში, ხოლო ზეზღურბლოვანი, ზღურბლოვანი ან ქვეზღურბლოვანი ზემოქმედებების ჯამი ქმნის პირობებს მაქსიმალური საპასუხო რეაქციის ფორმირებისათვის.


    როგორ გამოიყურება სასკოლო მენიუები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში



    განვითარებულ ქვეყნებში ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შეტანას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგანაც გარემოს დაბინძურების ფონზე საკვებში პესტიციდებისა და მავნე ნივთიერებები რაოდენობის ზრდის პრობლემა მწვავედ დგას. არასწორად შერჩეული არაჯანსაღი მენიუ ბევრი დაავადების წარმოშობის მიზეზია, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კვების რაციონის სწორად შედგენას. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როდესაც საქმე ბავშვების სწორად გამოკვებას ეხება.
    სვითგრინის რესტორნების ქსელის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა იმის შესახებ, თუ რა ტიპის საკვებს მიირთმევენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში. მათ გადაიღეს ფოტოების სერია, რომლებზეც ასახულია თუ რა მენიუს სთავაზობენ ბავშვებს სკოლების სასადილოები. გამოიკვეთა დადებითი ტენდენცია- განვითარებული ქვეყნების სასწავლებლების მენეჯმენტი უზრუნველჰყოფს იმას, რომ რაციონი შეიცავდეს ჯანსაღ და სასარგებლო, ამავდროულად, გემრიელ პროდუქტებს.
    ქვემოთ მოცემულ ფოტოებში შეგიძლიათ თავადვე ნახოთ როგორ განსხვავდება კვებითი რაციონი ქვეყნების მიხედვით. იმას, თუ რას მიირთმევენ ადამიანები განაპირობებს ქვეყნის კულტურული მახასიათებლები და კლიმატი. იტალიასა და სამხრეთ კორეაში იღებენ დიდი ოდენობით ბოსტნეულს, რადგან ეს ქვეყნები ნაყოფიერი მიწებით გამოირჩევა. ფრაგულ მენიუებში დომინირებს ხორციანი კერძები და ყველი, იმიტომ რომ მათ რძის პროდუქტების წარმოების დიდი კულტურა აქვთ. ფინეთში კი როგორც სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყანაში, მიირთმევენ წვნიან კერძებს, რაც ჩრდილოეთის ცივი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
    ცნობილი ენდოკრინოლოგი ჯერემი ატკინსი მშობლებს ურჩევს: „დიდი ყურადღება დაუთმეთ ბავშვის სწორად გამოკვებას, რადგან ეს საკითხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მისი ორგანიზმისა და ფსიქიკის სწორად ჩამოყალიბებაში. მცირე ასაკიდანვე უნდა სცადოთ, რომ ბავშვი სწორად კვებას შეაჩვიოთ. ამ შემთხვევაში თავიდან აირიდებთ აკრძალვებს, რაც გაღიზიანებას იწვევს. ნუ შეაჩვევთ თქვენს შვილს იმ პროდუქტების მიღებას, რაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის. პრევენცია ყოველთვის სჯობს უკვე არსებული პრობლემის გადაწყვეტაზე ზრუნვას.“

    გთავაზობთ ფოტომასალას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი იდეები არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მთელი ოჯახის საუზმისა და სადილის მენიუს შესადგენად.

    აპენდიციტი


    აპენდიციტი (ასევე ეპიტიპლიტი) —
    ანთებითი პროცესი აპენდიქსში (ჭიაყელა დანამატში). აპენდიციტი ვლინდება მარჯვენა თეძოს ფოსოში მუცლის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით და მადის დაქვეითებით. თუმცა, პაციენტთა ერთ მესამედს დაახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები არ აღენიშნება. აპენდიციტი შეიძლება გართულდეს პერიტონიტითა და სეფსისით.
    აპენდიციტი გამოწვეულია ჭიაყელა ნაწლავის ხვრელის სანათურის დახშობით, რასაც უხშირესად განავლოვანი მასებისგან წარმოქმნილი კალციფიცირებული ქვა იწვევს. ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. ანთებითი ბლოკირება ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციებით, პარაზიტებით, ნაღვლოვანი კენჭებით ან სიმსივნით. დახშულ სივრცეში იზრდება წნევა, მცირდება სისხლის ნაკადი ქსოვილებში, ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, რასაც ორგანიზმი საპასუხო რეაქციით, ანთებით პასუხობს. ანთების, შემცირებული სისხლის მიდინებისა და აპენდიქსის შებერვის ერთობლიობა იწვევს ქსოვილის დაზიანებას და კვდომას. თუ პროცესის მკურნალობა არ მოხდა, შესაძლოა ჭიაყელა დანამატი გასკდეს და ბაქტერია თავისუფლად გავრცელდეს მუცლის ღრუში, რასაც უმძიმესი გართულებები მოყვება.

    შაქარი - ტკბილი მავნებელი

    ნახშირწყლებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას და მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ცხიმების დაგროვების მიზეზად იქცეს.
    ამიტომ საჭიროა დასაწყისშივე განვასხვავოთ რაფინირებული გადამუშვებული თეთრი შაქარი და შაქარი ბუნებრივი ნატურალური ფორმით, რომლიც მოიპოვება ხილში, ბოსტნეულში, თაფლში.
    ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო სწორედ რაფინირებული დამუშავებული შაქარია, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ – ჩაის და ყავის სმისას, მისით უხვად გაჯერებულია სხვადასხვა ტკბილი გაზირებული წყლები, ლიმონათები, კოკა-კოლა და მისი მსგავსი სასმელები, იგივე ითქმის ვითომ ნატურალურად წოდებულ ქარხნულ წვენებზე,  შაქარი უხვადაა საკონდიტრო ნაწარმში, ტორტებში, ნამცხვრებში, ფერად-ფერად კანფეტებში და საღეჭ რეზინებში.

    სასუნთქი სისტემა

    სუნთქვა სასუნთქი სისტემის ორგანოთა მიერ მუდმივად განხორციელებულ პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებას და ნახშირორჟანგის დროულ გამოტანას ისახავს მიზნად. თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ადამიანი 500 მლ-მდე ჰაერს იყენებს. ასე რომ, ჩვენი ფილტვები წუთში საშუალოდ 6-8 ლიტრ ჰაერს ატარებენ. ფილტვები ბოლომდე არასდროს იჩუტება. ყველაზე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგაც კი მათში 1000-დან 1500 მლ-მდე ჰაერი რჩება, რომელსაც ნარჩენი ჰაერი ჰქვია. 
    სუნთქვის ცენტრი
    სასუნთქი კუნთების რიტმულ კოორდინირებულ მოქმედებას, სუნთქვის შეგუებას ორგანიზმის შინაგან გარემოსა და გარესამყაროს ცვალებად პირობებთან უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემა. მისი მთავარი რგოლია მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრი, უჯრედთა გროვა, რომლის ფუნქციის მოშლაც სასუნთქი მუსკულატურის დამბლას და სუნთქვის შეჩერებას იწვევს. სუნთქვის ცენტრი ორი მთავარი - ჩასუნთქვისა (ინსპირატორული) და ამოსუნთქვის (ექსპირატორული) - ნაწილისგან შედგება. სუნთქვის ცენტრი მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რიტმულ მონაცვლეობას როდი უზრუნველყოფს - მას სასუნთქ მოძრაობათა სიღრმისა და სიხშირის შეცვლის, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესისა და მოვლენის მიმდინარეობა-განვითარების რეგულაციის უნარიც აქვს. ზოგჯერ ორგანიზმში მომხდარი პათოლოგიური ცვლილებები იმდენად არღვევს სუნთქვის ნორმალურ პროცესს, რომ მისი რეგულირება სუნთქვის

    ელენთა - მდუმარე ნინძა

    ელენთა — ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა (უყბოებისა და ზოგი ორგვარადმსუნთქავი თევზის გარდა) მუცლის ღრუს კენტი ორგანო, რომელიც ჩართულია სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემა. 
    რას ემსახურება ელენთა
    გალენუსი ელენთას შავი ნაღველის ანუ მელანქეს წარმოქმნის ადგილად მიიჩნევდა. ამავე დროს, აღიარებდა, რომ ის საიდუმლოებით მოცული ორგანოა. ანტიკურ ეპოქაში მიაჩნდათ, რომ ელენთას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებოდა ადამიანის ფსიქოემოციური სფეროს მართვაში, გუნება-განწყობის რეგულირებაში (სწორედ ამ ორგანოს უკავშირდება სიტყვა იპოქონდრია, რომელიც ბერძნულდან წარმოდგება და ნეკნთა რკალის ქვეშ მდებარეს ნიშნავს). ძველი ბერძნები და რომაელები მარათონელებს ელენთას კვეთდნენ, რათა მათ უფრო თავისუფლად და სწრაფად ერბინათ.

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2015–2016 სასწავლო წელი გაიხსნა


    მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მას მერე, რაც 1930 წლის 10 ივნისს განხორციელდა 1918 წელს დაარსებული თბილისის უნივერსიტეტის რეორგანიზება და დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თავის 85–ე სასწავლო წელს ხსნის (საქართველოში მედიცინის ფაკულტეტის დაარსებიდან, სადაც საფუძველი ჩაეყარა ამ უმაღლეს სასწავლებელს, 97–ე სასწავლო წელი). 2015–2016 სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა.

    ჰეპტიური წყლული - კუჭის, თორმეტგოჯას და საყლაპავის წყლული

     პეპტიური წყლული
    კუჭის, თორმეტგოჯას და საყლაპავის წყლული

    ჰეპტიური წყლული საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც ყველაზე ხშირად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ვითარდება, ასევე ჩნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის ნებისმიერ იმ უბანშიც გაჩნდეს, სადაც კუჭის წვენი თავის აგრესიულ ქმედებას ამჟღავნებს. დაავადება არის ლორწოვანი გარსის დამცავი უნარის და მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების გაზრდას შორის ბალანსის დარრვევის შედეგია. ვითარდება და ლორწოვან გარსში მკვეთრი საზღვრების მქონე მრგვალი ან ოვალური დესტრუქციული კერების გაჩენას იწვევს.

    ჩვენ ექიმები ვართ და ჩვენ ვიწყებთ!

    მოგესალმებით მეგობრებო


    აქ კეთდება 
    მედიცინა!




           თქვენი სამედიცინო ბლოგი.